მამუკა ბახტაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა. ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მონტენეგროს პრეზიდენტი ჩამოვა. მილო დუკანოვიჩმა მამუკა ბახტაძის მოწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში, დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს.

ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს, ასევე აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აუცილებლობა. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ კუთხით მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა დუკანოვიჩმა საქართველოს მთავრობის მეთაური მონტენეგროში მიიწვია.