მამის დღე საქართველოში წელს მეხუთედ აღინიშნება

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღე – 21 ივნისს, საქართველოში წელს მეხუთედ აღინიშნება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მამის დღის აღსანიშნავმა ინიციატივებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. კამპანიის ოფიციალურ გვერდზე „კაცები ზრუნავენ“ მომხმარებელს დახვდება სპეციალური ფოტო-რეპორტაჟი მამებისა და შვილების შესახებ. ასევე, ამ დღისადმი მიძღვნილი ვიდეო-რგოლი.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაერო-ს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას

სტუმრები: ალექსანდრე ლორთქიფანიძე – „წიგნების თარო“-ს წამყვანი, მწერალი;

ლილი ლორთქიფანიძე.

შოთა ჩინჩალაძე – სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი

ელისაბედ ჩინჩალაძე

მარიამ ბანძელაძე – გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის მენეჯერი.

ახალი დღე

დატოვე კომენტარი