მამალაძის საქმე და სასულიერო პირების განცხადებები 

სასულიერო პირები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

სინოდის წევრები სალომე ზურაბიშვილისგან გიორგი მამალაძის შეწყალებას ელოდნენ. სამღვდელოების ნაწილი კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ძმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით პრეზიდენტს მამალაძის პატიმრობაში დატოვება პატრიარქმა სთხოვა. მათ შორისაა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა მღვდელთმთავრობიდან გათავისუფლებულ მეუფე პეტრეს. სწორედ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ ხელმძღვანელს დაუკავშირა მეუფე დიმიტრიმ მამალაძის პატიმრობის გახანგრძლივება.

განცხადებას არანაკლებ მწვავე ბრალდებები მოჰყვა.