მამა თეოდორე გიგნაძის მიმართვა მრევლს

„სასულიერო პირებმა, როგორც ეკლესიის იერარქიამ, პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ და ეს მრევლს არ უნდა გადააბარონ“ –  აღნიშნულია ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა თეოდორეს საგანგებო მიმართვაში. სასულიერო პირი ამბობს, რომ ჯვართამაღლების სახელობის ტაძარში მსახურება არ შეწყდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება მანამდე, სანამ საქართველოში პანდემიის აფეთქების საშიშროება იქნება. მამა თეოდორე განმარტავს, რომ სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი, სიფრთხილეს უფლის ღალატად აღიქვამს, რაც სინამდვილეში ასე არ არის.

მამა თეოდორე გიგნაძე – ჩვენს სამრევლოში მსახურება არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, ვიდრე საქართველოში პანდემიის აფეთქების საშიშროება იქნება

დატოვე კომენტარი