„მალმე“-„იბერია 1999“ პირველ არხზე

თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „მალმე“ დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი „მიხეილ მესხი არენაზე“ შვედეთის ჩემპიონმა 3:1 მოიგო. „მალმე“-„იბერიას“ შორის გამარჯვებული, მეორე ეტაპზე ლატვიური რფს-სა და ესტონურ „ლევადიას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „მალმე“-„იბერია“ დღეს 15 ივლისს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.