მალხაზ მაჩალიკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ დღეს რუსთაველის გამზირზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის გაჩერებას არ აპირებს და თავისი სტატეგია აქვს. მისი განცხადებით, დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციების გამართვა დაიწყეს. მისივე თქმით, სამომავლოდ აქციების გამართვას გეგმავს პანკისის ხეობაში, ყველა ძალოვან სტრუქტურასთან და ასევე ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭირო იქნება. მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზეც ისაუბრა.