მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმოწერებით შეუერთდა. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ხელმოწერების შეგროვების მთავარი მიზანია, აიძულონ ხელისუფლება, დროულად გამოიძიოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და დასაჯოს დამნაშავეები.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელმოწერების შეგროვება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით დაიწყო. მისი თქმით, პროცესი მთელი ზაფხულის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, გაგრძელდება.