მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნა

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარლამენტს მოუწოდებს დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნული საკითხზე განცხადება საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა.

მისი თქმით, კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგის 67-ე საკითხად არის განსაზღვრული და მაჩალიკაშვილი ითხოვს, რომ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოხდეს.