მალხაზ მაჩალიკაშვილი შსს-ს მიმართავს

მალხაზ მაჩალიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. იგი მოითხოვს პარლამენტის შენობასთან ის კარავი დააბრუნონ, რომელშიც მაჩალიკაშვილი ბოლო 10 თვეა იმყოფება.

ასევე მოითხოვს მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილეების დასჯას. როგორც მაჩალიკაშვილი ამბობს, რუთაველის გამზირზე გამართულ აქციას დღესაც შეუერთდება. პარალელურად კი განაგრძობს ხელმოწერების შეგროვებას, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.