მალხაზ მაჩალიკაშვილი პროტესტს აგრძელებს და მისი შვილის უდანაშაულოდ ცნობასა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილეების დასჯას მოითხოვს. ის ისევ რუსთაველის გამზირზე მართავს აქციას.
რაც შეეხება შეკითხვას, ელოდება თუ არა მაჩალიკაშვილი დაკავებას, ის აცხადებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებული ჩანაწერის თარგმანში იყო უზუსტობა. თუმცა, კონკრეტულად მასალის რა ნაწილზეა საუბარი, მას არც დღეს დაუზუსტებია. ის ვარაუდობს, რომ გუშინ, 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, უწყებაში მისვლა აღარ მოუწევს.