მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს მიმართავს

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა 150 წერილით დეპუტატებს სათითაოდ მიმართა.

მაჩალიკაშვილი იმედოვნებს, რომ მისი მოთხოვნა შესრულდება. მისი განცხადებით, ხვალ პანკისელ ახალგაზრდებს იგივე მოთხოვნით პარლამენტში პეტიცია შეაქვთ.