მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მოლაპარაკებას 18 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. განხილვის ძირითადი თემა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა და ამისთვის ხელმოწერების შეგროვების პროცესი იყო. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელმოწერების შეგროვება სამი დღის წინ დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ამ მოთხოვნას იზიარებენ და მისი განხორციელებისათვის ერთობლივ გეგმასაც შეიმუშავებენ.