მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს

საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. ამჯერად ის რუსთავში ჩავიდა.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ხელმოწერებს შეაგროვებენ, მომდევნო დღეებში კი პროცესი საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ქვეყნის მასშტაბით 100 000 ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს.