მალხაზ მაჩალიკაშვილი 5 საათის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაჩალიკაშვილი ე.წ მოდულის შენობაში უკვე მეოთხედ დაიკითხა.
გამოკითხვის დაწყებამდე მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს გამოკითხვაზე მივიდეს, რადგან მისი შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქმედებები უკვე ცინიკურ სახეს იძენს. ასევე, მისი შეფასებით, რამდენჯერმე დაბარება მოდულის შენობაში, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანის საზღვრები არ დატოვოს.