„მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი ბოინგის ჩამოგდებიდან ოთხი წელი გავიდა
- ტრაგედიის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთს პასუხისმგბელობის აღიარებისკენ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა და ევროკავშირმა მოუწოდეს. კუალა-ლუმპურიდან ამსტერდამში მიმავალი ავიალაინერი რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. მგზავრთა შორის 80 ბავშვი იყო.
- ვაშინგტონში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. 29 წლის მარია ბუტინას რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ცნობით, ბუტინა რუსი მაღალჩინოსნის მითითებებით მოქმედებდა. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ საქმიანობას მარია ბოტინა 2015 წლიდან მინიმუმ 2017 წლამდე ეწეოდა.