მაკრონის განცხადება რუსეთზე

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთთან მიმართებით ცხადი წითელი ხაზები უნდა გაავლოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი მიუღებელი ქმედებისთვის რუსეთს სანქციები უნდა დაუწესდეს. „მე ვფიქრობ, რომ სანქციები თავისთავად არ არის საკმარისი, მაგრამ სანქციები პაკეტის ნაწილია. მე კონსტრუქციულ დიალოგს ვამჯობინებ, მაგრამ კონსტრუქციული და ეფექტური დიალოგისთვის საჭიროა სანდოობა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მკაფიო წითელი ხაზები რუსეთთან“, – განაცხადა მაკრონმა.

მოამბე

 

დატოვე კომენტარი