მაკრონის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

რეზონანსული აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომლითაც ემანუელ მაკრონი დემონსტრანტებსა და სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი შეიძლება ახალი არჩევნები იყოს. მანამდე მაკრონმა საქართველოზე ყურადღება გაამახვილა ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე და კრემლის პოლიტიკაზე საუბრისას თქვა, რომ რუსეთმა გაზარდა აგრესია ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, მათ შორის საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციითა და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. საფრანგეთის პრეზიდენტის გზავნილებს ოფიციალური თბილისი მწვავე რეაქცია მოჰყვა.მმართველ გუნდში ემანუელ მაკრონს საკუთარ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რუსეთის ჩარევებზე საუბრისას კი უკრაინაში არსებული ვითარება შეახსენეს.