მაკრონი-პუტინი - მზადყოფნა დიალოგისთვის

კრემლი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზადაა. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესმდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, მაკრონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იყო პუტინთან სასაუბროდ მზად იყო, ახლა კი დიალოგისთვის მზადყოფნას რუსეთის პრეზიდენტიც გამოთქვამს. პესკოვმა აღნიშნა ისიც, რომ თუ არსებობს ორმხრივი პოლიტიკური ნება, მაშინ „ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“.