მაკკეინის ინსტიტუტის მისიის განცხადება

რეზონანსი გამოიწვია მაკკეინის ინსტიტუტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულმა განცხადებამ.

ანგარიშის ავტორი ინსტიტუტის მიერ გამოგზავნილი მისიაა, რომელიც ქვეყანაში შექმნილ კრიზისს და მიმდინარე საპროტესტო აქციებს 9-დან 13 დეკემბრამდე ადგილზე აკვირდებოდა. განსაკუთრებით მწვავე შეფასებების თემა ხდება განცხადების ის ნაწილი, სადაც შესაძლო მსხვერპლზეა საუბარი. მისია 28 ნოემბრის შემდეგ მასობრივი ძალადობის ფაქტებზე და მოქალაქეების დევნაზე წერს. ამერიკული ორგანიზაციის მძიმე შინაარსის ანგარიშმა მმართველ გუნდს ამავე ინსტიტუტის მიერ ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოქვეყნებული განცხადება გაავრცელა. ამერიკული ორგანიზაციის მიერ სექტემბერში გავრცელებულ ანგარიშში პოსტსაარჩევნო პროცესები იყო აღწერილი. მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებას და უფრო მკაცრი ზომების მიღებას ურჩევს.