„ინიციატივა თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ აქვეყნებს მაკკეინის ინსტიტუტი, საუბარია მზია ამაღლობელზეც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინიციატივა დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს და სხვა პირებს და ორიენტირებული იქნება მძევლებისა და პოლიტპატიმრების გარკვეული ჯგუფების გათავისუფლებაზე. პირველ ეტაპზე გავრცელდა მძევლებისა და პოლიტპატიმართა სია, სადაც არის მზია ამაღლობელიც. სიაში ასევე არიან ვენესუელას ოპოზიციონერი ლიდერი ჰესუს არმასი, ბელარუსი ფლეიტისტი მარია კალესნიკავა და ღაზაში დაკავებული ისრაელ-ამერიკელი მძევლები. აღნიშნული ინიციატივა გაუწევს მნიშვნელოვან დახმარებას როგორც პატიმრებს, ისე მათ ოჯახებს. ეს მოიცავს კომუნიკაციას აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ასევე სტრატეგიულ კომუნიკაციებს პატიმართა გათავისუფლების მხარდასაჭერად.