მახო გიგანი - მოთხილამურე სვანეთიდან

ალბათ ყველამ ნახეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც თეთნულდის ფერდობიდან დაშვებაა ასახული. ზღვის დონიდან 3800 მეტრზე შესრულებული ნახტომის ავტორი მოთხილამურე მახო გიგანია. ულამაზესი თეთნულდზე ასასვლელად მან დაახლოებით 9 კილომეტრი სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით გაიარა. სვანეთში დაბადებულ და გაზრდილს ამ მარშრუტის გავლა არ გასჭირვებია, თანაც უკვე წლებია სერტიფიცირებული გიდი და სამთო გამყოლია. მახო ახლა მეგობრებთან ერთად შემდეგი დაშვებისთვის ემზადება. მისი გეგმების შესახებ ანა მასხარაშვილი და ლაშა მამულაშვილი მოგვიყვებიან.