მაკედონია-საბერძნეთის შეთანხმება

საბერძნეთის პარლამენტი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის ემზადება. ამ კვირაში კენჭისყრაზე გადის შეთანხმება, რომელმაც ათენსა და სკოპიეს შორის 28-წლიანი დავა უნდა დაასრულოს.

დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ საბერძნეთის მეზობელი სახელმწიფოს სახელი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა უნდა გახდეს, თუმცა შეთანხმებას საბერძნეთის მოსახლეობაში მოწინააღმდეგეები ჰყავს. ისინი მიიჩნევენ, რომ მეზობლის სახელწოდებაში სიტყვა მაკედონია საერთოდ არ უნდა ფიგურირებდეს, რადგან ეს ბერძნული პროვინციის სახელწოდებაა.

სკოპიესთან შეთანხმების შესაჩერებლად ათენის ცენტრში გამართული დემონსტრაცია სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა.