მაკა ბოჭორიშვილისა და ჩინეთის ელჩის შეხვედრა 

12:22, 28.01.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების დადებით დინამიკას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მიმართებებს. აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების პერსპექტივებიც. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა.

მსგავსი