საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება, სადაც დელფოსის ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა.
მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ღონისძიება საბერძნეთის პრეზიდენტმა გახსნა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ფორუმში მონაწილეობის გარდა, ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.