მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი ინდოეთში

მეორე დღეა ინდოეთის დედაქალაქი საერთაშორისო საზოგადოების შეკრების ადგილია.

20-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ათეულობით ქვეყნის დელეგაციები ნიუ-დელიში მსოფლიოს წინაშე არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე მსჯელობენ. ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელთან კომუნიკაციის შესაძლებლობა „ფემილი ფოტოს“ გადაღების დროს ჰქონდა და შემდეგ პანელზე, სიტყვით გამოსვლამდეც გაესაუბრა.