მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი ინდოეთში

საქართველოს შუადერეფნის პოტენციალი, ანაკლიის პორტი, ევროკავშირთან ურთიერთობა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაცია, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება, როგორც რეგიონული სტაბილურობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ინდოეთთან თანამშრომლობის პერსპექტივები – ეს არის საკითხები, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილი მესამე დღეა, ინდოეთის დედაქალაქში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში – რაიზინა დიალოგში მონაწილეობს. ქართველმა დიპლომატმა უკვე მეორე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. „ხედვა კავკასიიდან“ – სწორედ ამ სახელწოდების პანელზე იყო მთავარი მომხსენებელი ქართველი დიპლომატი.

ანა ბროლაძე დეტალებით ინდოეთიდან.