მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი ინდოეთში

ხედვა კავკასიიდან – ამ სახელწოდების პანელური დისკუსია შედგება დელიში, რაიზინა დიალოგის მესამე დღეს – რომელშიც მთავარი მომხსენებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება. მაკა ბოჭორიშვილი სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს როლზე ისაუბრებს. ქართველი დიპლომატი, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, მესამე დღეა, ორმხრივ შეხვედრებს მართავს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ანა ბროლაძე დელიდან.