მეორე დღეა მსოფლიოს წინაშე არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე ინდოეთში მსჯელობენ.
ნიუდელიში რაიზინა დიალოგის ფარგლებში 20-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ათეულობით ქვეყნის დელეგაცია იმყოფება. მათ შორისაა საქართველოც. ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიას დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ კონტექსტში შუა დერეფნის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის მზადყოფნა დერეფნის პოტენციალი – მაქსიმალურად იყოს ათვისებული. ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა სხვა ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან, მათ შორის გუშინ შედგა კომუნიკაცია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ტულსი გაბარდისთან.