საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთში გაერო-ს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. საუბარია მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებზე. ღონისძიებას მსოფლიოს 70-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან.
მონაწილეებს მიმართავენ გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი. კონფერენციას ესპანეთის მეფე გახსნის. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა ღონისძიების გენერალური დებატების ფარგლებში, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან.