მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრები ჟენევაში

104 წლის შემდეგ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ტერიტორიების ოკუპაცია კვლავ ქვეყნის მთავარი გამოწვევაა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ინფორმაცია დღეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის მონაწილეებს მიაწოდა. ოკუპაციის მძიმე შედეგებზე მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს გენერალურ მდივანთანაც ისაუბრა. სესიის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების დროს განხილვის თემა იყო ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები და ევროკავშირის გზავნილები. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაა, რომ ქართველი პოლიტიკოსების დასანქცირების გადაწყვეტილება მიკერძოებულია, რასაც ოფიციალური ბუდაპეშტი არ ეთანხმება. პიტერ სიიარტო ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიდგომების და ხედვების ფონზე ევროპაში პოლიტიკურ ცვლილებებს პროგნოზირებს.