მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფანსა” და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე. ორივე მხრიდან დაფიქსირდა მტკიცე მზაობა გაგრძელდეს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.