მაკა ბოჭორიშვილის განცხადება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინზე საუბრობს. ამ კონტექსტში მაკა ბოჭორიშვილი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან დისკუსიას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ესაუბრათ პარტნიორულ ურთიერთობებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეაჯამა ორდღიანი ვიზიტი უნგრეთში, სადაც პიტერ სიიარტოსთან დიალოგი შედგა და მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის ფორუმში.