საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამდენი მიზანმიმართული ნაბიჯი იდგმება, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, არსებული პრობლემა ევრონესტის ფარგლებშიც ვლინდება. ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ როდესაც ევროკავშირი კარს გაუხსნის ახალ სახელმწიფოებს, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე კარგად მომზადებული იქნება ორგანიზაციის წევრობისთვის.