საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი გაესვა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობას. აქცენტი გაკეთდა, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე; ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთის მხარდამჭერი პოზიციის მნიშვნელობაზე.