მაკა ბოჭორიშვილი სოფიის ეკონომიკურ ფორუმზე

21:12, 26.10.2026

საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელიც შავი ზღვით დაკავშირებადობის გაძლიერებას ეხება.

ქვეყანას ბულგარეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. აზია-ევროპის დამაკავშირებელ შუა დერეფნის მარშრუტში საქართველოს საკვანძო როლი იყო აქცენტირებული მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლაში, რომელიც ევროპული ერთიანობისადმი მიძღვნილი პანელური დისკუსიის მონაწილეებმა მოისმინეს. ფორუმზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები და ბიზნეს-კომპანიები მონაწილეობენ. მაშინ, როცა გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე ევროკავშირი ვაჭრობის და ენერგორესურსების ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზას ეძებს და შუა დერეფნის მარშრუტის მიმართ მზარდ ინტერესს ავლენს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს დაკავშირებადობის კუთხით ჩვენს ქვეყანას და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ევროკავშირის წევრ ბულგარეთში მაკა ბოჭორიშვილი პირველად იმყოფება. ფორუმის პარალელურად მიმდინარეობს შეხვედრები ხელისუფლების პირველ პირებთან.

როგორ უნდა გახდეს შავი ზღვა უფრო მეტად დამაკავშირებელი სივრცე და რას აკეთებს საქართველო ფიზიკური კავშირების დასამყარებლად – „მოამბე“ სოფიაშია. ანა ბროლაძე აშუქებს საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს.

მსგავსი