მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

15:26, 17.06.2025

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა, რომელიც თბილისს საქართველოსა და სერბეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების საინაუგურაციო ცერემონიაზე დასწრების მიზნით ესტუმრა. მინისტრებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნეს-საზოგადოებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
დადებითად შეფასდა სერბული მხარის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ.

მსგავსი