მაკა ბოჭორიშვილი იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე 

საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე.

ქართული მხარე იუნესკოს გენერალური კონფერენციის სესიაში მონაწილეობს, რომელიც უზბეკეთში პირველად ტარდება. ქალაქი სამარყანდი, რომელიც ღონისძიებას მასპინძლობს, 2001 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. დღის წესრიგშია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და მოვლა-პატრონობის საკითხების განხილვა. სესიას საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება, რომელიც ზოგად პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას აპირებს. დაგეგმილია სესიის პარალელურად მიმდინარე გამოფენაზე ქართული სტენდის წარდგენა და პავილიონის მოწყობა, სადაც სტუმრებს ქართული კულტურული მემკვიდრეობის და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მათ შორის ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციებს და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას გააცნობენ. მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრებიც.