„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, როგორც გამორჩეული იდენტობის, ისე მრავალფეროვნებისა და ერის არსის მაგალითი“ – ასე გააცნო საგარეო საქმეთა მინისტრმა იუნესკო-ს გენერალური ასამბლეის 43-ე სესიის დელეგატებს ქართული კულტურული მემკვიდრეობა. დებატების ფორმატში მაკა ბოჭორიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯზე გაამახვილა ყურადღება. აქცენტი გაკეთდა მშვიდობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით. ისაუბრა დაანონსებულ განათლების რეფორმასა და იუნესკო-ს როლზე. მინისტრმა დელეგატები ასამბლეის ფარგლებში გახსნილ ქართულ კუთხეშიც მიიწვია და კოლეგებს შეხვდა.
თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე