მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებზე, მადრიდში გაერო-ს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მსჯელობენ.
ღონისძიებას მსოფლიოს 70 -ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან. მათ შორის სევილიაში იმყოფება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მაკა ბოჭორიშვილი დღეს ორმხრივ შეხვედრებს მართავს. უკვე შედგა აუდიენცია რამდენიმე ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან, ხვალ კი საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა გენერალურ დებატებზე, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.
„მოამბე“ ესპანეთიდან – მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტს სალომე ქოქიაშვილი აშუქებს.