საქართველოში არსებულ ვითარებას კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე გაეცნენ.
ესპანეთის ქალაქ სევილიაში მიმდინარე გაერო-ს საერთაშორისო კონფერენციაში მაკა ბოჭორიშვილიც მონაწილეობს. კონფერენციას 70-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასული დელეგაციები ესწრებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. აქცენტირებული იყო ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს-გარემო, საერთაშორისო რეიტინგებსა და კვლევებში საქართველოს ბოლო მაჩვენებლები და პოზიციონირება, სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაცია. მინისტრმა ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მონაცემებზეც. მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად კი პრიორიტეტულ მიმართულებებად ინფრასტრუქტურის განვითარება, განახლებად ენერგიაში ინვესტირება, ციფრული ტრანსფორმაცია და დაკავშირებადობა დასახელდა.