ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი, რასაც ძალიან მარტივი მიზეზი აქვს: ბრიუსელში ყველა პატრიოტი, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობა სძულთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟენევაში მეორე დღეა მიმდინარეობს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა კოლეგა მინისტრებსა და გაერო-ს გენერალურ მდივანს.