მაკა ბოჭორიშვილი ევროსაბჭოს მინისტერიალზე  

საქართველოს მიმართ ცალკეული საერთაშორისო პარტნიორების პოზიციონირებას ამჯერად ლუქსემბურგიდან აკრიტიკებს ქვეყნის პირველი დიპლომატი.

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს. სიტყვით გამოსვლის ნაწილი სწორედ ქვეყანაში ბოლო თვეებში განვითარებულ პროცესებს და დასავლეთის მიდგომებს ეხებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაა, რომ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას და ორმაგ სტანდარტებს აქვს ადგილი. იყო მოწოდება პოლიტიკური პროცესის დემოკრატიული ინსტიტუტების მიღმა გადატანის წახალისებისგან თავშეკავებისკენ. მიმართვაში მინისტრმა ისაუბრა გაუარესებულ უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზეც და იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც 2008 წლის ომმა და რუსულმა ოკუპაციამ მოიტანა. აქცენტირებული იყო ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესასრულებლად საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების გაგრძელება. გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც რამდენიმე კოლეგასთან.