მაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ ფორუმის პანელურ დისკუსიაზე 

21:25, 16.09.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის გამოწვევებზე და დასავლეთთან ურთიერთობაზე სასაუბროდ კიდევ ერთი საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენა. მაკა ბოჭორიშვილმა არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართული „ევრონიუსის“ ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სამიტს არაბთა გაერთიანებული საამიროები მასპინძლობს. გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ევროპულ მისწრაფებებსა და საერთაშორისო პარტნიორობაზე. აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის მარშრუტში საქართველოს პოტენციალზე და დაკავშირებაზე. მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ საქართველოს რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა დაასახელა. რაც შეეხება დასავლეთთან გაუარესებულ ურთიერთობას: მინისტრის აზრით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის ინტენსიური დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და გამოცდილების გაზიარებაა საჭირო. საუბარი შეეხო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას და ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებულ მაჩვენებელებს.

მსგავსი