საქართველო მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმაზე.
ავსტრიის დედაქალაქი, ხვალიდან ეუთო-ს რიგით 32-ე მინისტერიალს უმასპინძლებს. ვენაში არაერთი ქვეყნის პირველი დიპლომატია ჩასული, მათ შორის არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა. მინისტრი ეუთო-ს ტრიბუნიდან ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილებს ყურადღებას. განსაკუთრებული აქცენტი ოკუპაციაზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე გაკეთდება. პარალელურად, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან.
„მოამბე“ ვენიდან, – მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტს ანა ბროლაძე გააშუქებს.