მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის საერთაშორისო ფორუმზე

21:40, 26.06.2026

საგარეო პოლიტიკის 19-ე საერთაშორისო კონფერენცია – დუბროვნიკის ფორუმი 2026 დაიწყო. ხორვატიაში შეკრებილი საერთაშორისო ორგანიზაციების პირველი პირები და საგარეო საქმეთა მინისტრები გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე  მსჯელობენ. საკითხებს შორისაა უკრაინის მხარდაჭერა. საერთაშორისო დიალოგის ფორმატში ჩართულია საქართველო. დუბროვნიკში მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით იმყოფება.
დაგეგმილია პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა, მანამდე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, მსოფლიო ჯანდაცვის რეგიონულ დირექტორს და უზბეკ კოლეგას შეხვდა. უკვე ხვალ მინისტრი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

„მოამბე“ დუბროვნიკიდან – მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტს თამუნა წიკლაური აშუქებს.

მსგავსი