საბერძნეთის უძველესი ქალაქი დელფოსი მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეკრების ადგილია.
დღეს და ხვალ დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები და საგარეო საქმეთა მინისტრები გლობალურ პოლიტიკურ ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ. საბერძნეთში იმყოფება საქართველოს პირველი დიპლომატი. მაკა ბოჭირიშვილმა მონაწილეობა უკვე მიიღო დისკუსიაში, სადაც კითხვა პასუხის რეჟიმში ფორუმის დამსწრეებს საქართველოს ეკონომიკური მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველოს მიზანი ევროპული ინტეგრაცია, რაც ქვეყნის კონსტიტუციითაც გამყარებულია. დაკავშირებადობის კონტექსტში საქართველოს როლის ხაზგასმასთან ერთად, განხილვის თემა იყო შიდა პოლიტიკური პროცესებიც.
„მოამბე“ დელფოსიდან – მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტს სალომე ქოქიაშვილი აშუქებს.