მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე 

21:32, 23.04.2026

გლობალური ეკონომიკური ზარალის და მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, პოლიტიკური ლიდერები, ბიზნესმენები და ექსპერტები საბერძნეთში იკრიბებიან.

დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო შექმნილი ეკონომიკური პრობლემებისა და ენერგო კრიზისის მოგვარების გზების ძიება და ნავთობპრდუქტების საწვავის დეფიციტია. ფორუმზე 1 200 დამსწრეს შორის იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც პანელურ დისკუსიებს სწორედ საქართველოს გაზრდილ სატრანზიტო პოტენციალზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე საუბრისთვის გამოიყენებს. ყველა გამომსვლელის გზავნილია, რომ თუ ცეცხლი რეგიონში დროულად არ შეწყდება, ევროპა მწვავე კრიზისის წინაშე დადგება. გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე ევროკავშირის დღის წესრიგში ალტერნატიული გზების მოძიების, მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სავაჭრო დერეფნის საკითხი აქტიურდება.

როგორია ფორუმის მონაწილეთა გზავნილები და რა თემებზე ისაუბრებს სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი – „მოამბე“ საბერძნეთიდან.

მსგავსი