მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე

12:01, 24.04.2026

დელფოსის ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. სამუშაო სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პანელურ დისკუსიებში მონაწილეობს. დაგეგმილია პირისპირ შეხვედრებიც. „უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“ – ამ სახელწოდების თემატურ შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ამ კონტექსტში არ უნდა გაიმიჯნოს ევროკავშირი და მის მიღმა მყოფი ქვეყნები. დისკუსიის დაწყებამდე კომუნიკაცია შედგა საქართველოს პირველ დიპლომატსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს შორის.

სალომე ქოქიაშვილის ჩართვა #მოამბე

მსგავსი