მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამერიკის ელჩს შორის გამართული პირველი შეხვედრა პოლიტიკური შეფასებების თემაა. უმრავლესობაში ამ შეხვედრას პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ საქართველოს ლეგიტიმური მინისტრთა კაბინეტი და ხელისუფლება ჰყავს.

 ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არა ლეგიტიმაციის მინიჭება, არამედ მორიგი პროტოკოლური შეხვედრა იყო.

შეგახსენებთ, შეხვედრა გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. მხარეების განცხადებით, საუბრის თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, ამერიკის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პრიორიტეტები და ის ნაბიჯები იყო, რომლებსაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლია.