მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში
ხვალ თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა საქართველოს ვიცე- პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში სახელწოდებით მოკავშირეები ანკარაში, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზებით იმართება. მთავარი განსახილველი თემა გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე არსებული გამოწვევებია.